"ღირსებით შევალთ EU-ში" - "ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება
დასავლეთის კრიტიკის და ჯოზეფ ბორელის უმწვავესი განაცხდებების შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროკავშირში ღირსებით და ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვით შეიყვანს.
2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამას უნდა ველოდოთ. დღეს. ხვალ, ზეგ, ვინ რა განცხახდეაბს გააკეთებს, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები მათ შორის, არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები, შედარებით მნიშვნელოვანია, ვინმეს როლი და მისი განცახდების როლი რომ არ დავაკნინოთ, თუმცა ჩვენ გეგმაზომიერადა, ღირსებით და ნამდვილად ჭეშმარიტად ევროპული ღირეულებების დაცვით ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენს მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ, - ამბობს მდინარაძე.
ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერს ტყუილში ამხელს. ამის შესახებ მან ლუქსმებურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება.