ყველაზე მძიმე, რაც შეიძლებოდა ბრიუსელიდან დღეს გაგვეგო, ბორელის განცხადება იყო - ხიდაშელი

24.06.24 21:43
ყველაზე მძიმე, რაც შეიძლებოდა ბრიუსელიდან დღეს გაგვეგო, ბორელის განცხადება იყო - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ კომენტარს მძიმე განცხადებად აფასებს და ამბობს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ივანიშვილის ხელისუფლების რიტორიკას დაუპირისპირდა.

თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ 2030 წელს საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა მისი თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭიროა "ქართული ოცნების" რეჟიმის დამარცხება.

ყველაზე უფრო მძიმე, რაც შეიძლებოდა გაგვეგო დღეს ბრიუსელიდან, იყო ბორელის განცხადება. ძალიან მძიმეა, მოისმინო, როგორი განწყობაც არ უნდა გქონდეს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, როდესაც საჯაროდ, ევროპის მთავარი ტრიბუნიდან მას ამხელენ ტყუილში. მძიმეა, როდესაც მას მიმართავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და იძახის, რომ ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ვიღაცამ და იგულისხმება კობახიძე, არა ნიშნავს არას და არა არ ნიშნავს დიახს. მთელი ეს რიტორიკა კარგად ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდესაც ჯოზეფ ბორელი ამბობს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, ლუქსმებურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა. ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერი ტყუილში ამხილა. ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება.