ივანიშვილის რეჟიმს და მის მოლაპარაკე თავებს დაბალი წარმოდგენა აქვთ საქართველოს მოქალაქეებზე - პეტრიაშვილი
"ივანიშვილის რეჟიმს და მის მოლაპარაკე თავებს დაბალი წარმოდგენა აქვთ საქართველოს მოქალაქეებზე" - ამის შესახებ განცხადება პარტია "დროას" წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სანქციები და ევროკავშირის მოსალოდნელი შეზღუდვები არა მხოლოდ "ოცნებაზე", არამედ სამოქალაქო საზოგადოების თითოეულ წევრზე უარყოფითად აისახება.
პეტრიაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებების ფანჯარას გახსნის და ქვეყანა ევროპულ რელსებს დაუბრუნდება.
ივანიშვილის რეჟიმს და მის მოლაპარაკე თავებს დაბალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ პოტენციურ ამომრჩევლებზე და საქართველოს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტკივილია, როდესაც ხელისუფლების მიმართ მხილება უწევთ. აშშ-ის ელჩმა ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ დიახ, სანქციები უკვე დაწესებულია. ევროპული კომისია გამოვიდა და ფინანსურად გაწერა, თუ რამდენი იხარჯება მთავრობასთან ერთად პროექტების განხორციელებაზე და რამდენი სამოქალაქო სექტორზე. ტყუილში მხილების საქმეში ჩავრთეთ ამხელა ხალხი. გულისტკივილი მინდა გამოვხატო, რომ საქართველოს საკითხი დღეს უნდა განიხილებოდეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ვულოცავ უკრაინელებს და მოლდოველებს. ჩვენ მათ აუცილებლად დავეწევით", - ამბობს პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, ლუქსმებურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა. ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერი ტყუილში ამხილა. ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება.