ლაიენმა გამოხატა სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს - ბოკუჩავა
რა გზავნილები მოდის საქართველოს მიმართ ევროკავშირისგან? - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მთავარ მესიჯებს აჟღერებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე დასწრების შემდეგ მისთვის უფრო ნათელი გახდა, რომ ქართველი ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ფანჯარა არ გაიხსნება.
ბოკუჩავა იმასაც დასძენს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და "ქართული ოცნების" პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადასადგემლად სრული მზაობა გამოთქვა.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ, მათ შორის მინისტერიალის შეხვედრამ და შემდეგ განწყობებმა, რომელიც მე მოვისმინე ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის პროპაგანდა არ მუშაობს და ვერ იმუშავებს. კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჩაეხერგება გზა ევროპისკენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ტრანსატლანტიკური ალიანსი და საერთო პოზიციები შტატებსა და ევროკავშირს შორის, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, იგივე პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული, იგივე ხდება ევროკავშირშიც. ევროკავშირის ნაბიჯები სინქრონშია იმ სანქციებმა, რომელიც შტატებმა დააწესა...
მე დღეს მქონდა საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც გამოხატა სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად. ისინი მზად არიან იმისთვის, რომ გააკეთონ ყველაფერი ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების შესაკავებლად", - ამბობს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ლუქსმებურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა. ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერი ტყუილში ამხილა. ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება.