ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო EU-ს მიმართულებით ვერცერთ ნაბიჯს ვეღარდ გადადგამს - სამადაშვილი
ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო EU-ს მიმართულებით ვერცერთ ნაბიჯს ვეღარ გადადგამს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ბორელის გუშინდელ გამოსვლას. ოპოზიციის წევრის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების გზავნილი ნათელია, რომ ოქტომბერში ქართველმა ხალხმა არჩევანი პრორუსულ ხელისუფლებასა და ქვეყნის ევროპულ მომავალშ შორის უნდა გააკეთონ.
ამ ხელისუფლების პოლიტიკის პირობებში საქართველო ევროკავშირის მიმართულებით ვერცერთ ნაბიჯს წინ ვეღარ გადადგამს. უცხო ქვეყნის დიპლომატები და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებიც ჩვენ ვერ გვეტყვიან პირდაპირ, რომ ხელისუფლების შეცვლაა გასაღები ამ ევროპული მომავლის, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკის გადახედვის გარეშე ევროპული მომავალი არის შეუძლებელი, მემგონი, ეს ძალიან ნათელი გზავნილია იმაზე, რომ რეალურად, ჩვენ მოგვიწევს ოქტომბერში არჩევანის გაკეთება - ან ამ ქვეყნის ევროპული მომავალი ან ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, - ამბობს სამადაშვილი.
ბრიუსელი საქრთველოსთან ოფიციალური ურთიერთობების დაპაუზებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება მიიღო 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა ინისტრმა ლუქსემბურგის შეხვედრაზე. საგანეგებო ბრიფინგზე გუშინ ევროკომისარმა ბორელმა ქართველ ხალხსაც მიმართა და პირდაპირი თქვა, რომ ტყუილია, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ რუსული კანონი გაწევრიანების შანსებს ზრდის.