"დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა" - პაპუაშვილი
"ქართული ოცნება" ჯოზეფ ბორელის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილმა დღეს ევროპარლამენტი "დეზინფორმაციის" გავრცელებაში ღიად დაადანაშაულა.
"დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში" - თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს, სწორედ ბორელის განცხადება შეახსენა.
თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, თქვენ არ ხართ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი.
დღეს 4 წუთი დაკარგეთ და საუბრობთ უცხიეთზე.
დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში.
ხმა ამოიღეთ მაშინ, რიცა საქართველოს შესახებ ტყუილს ამბობდა ევროკავშირის ერთ-ერთი სტრუქტურა, ევროოპარლამენტი" - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერს ტყუილში ამხელს. ამის შესახებ მან ლუქსმებურგში საგარეო საქმეტა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირშ ინტეგრფაციის გზას ვერ დაუბრუნდება.