26 ოქტომბერს ერთად გავისტუმროთ რუსული ხელისუფლება საქართველოდან - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდების მონაწილეობა გადამწყვეტ არჩევნებში უმნიშვნელოვანესია, რადგან, ოპოზიციონერის თქმით, სწორედ მათი დახმარებით არის შესაძლებელი "რუსული ხელისუფლება საქართველოდან გასტუმრება".
მიზანი ნათელია, მათ უნდათ აქტიურად ჩაერთონ ამ ბრძოლაში. უკვე ჩართულები არიან, უბრალოდ მათ მიიღეს რაღაცა ორგანიზაციული ფორმა, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ. ჩვენ ყველამ ვიცით, ის რაც მოხდა უახლოესი თვეების განმავლობაში, ის ენერგია უნდა გადაითარგმნოს მშვიდობიან არჩევნებში, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავისტუმროთ რუსული ხელისუფლება საქართველოდან. ამიტომ ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესში, არის უმნიშვნელოვანესი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"ჯენზი ევროპისთვის" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში. ორგანიზაციის შემადგენლობაში ის ახალგაზრდები და სტუდენტები არიან, ვინც ივანიშვილის რეჟიმმა არაერთხელ დაარბია, თუმცა ვერ გააჩერა. ახალმა პლატფორმამ სტარტი ოფიციალურად დღეს აიღო და წინ ბევრი გეგმა აქვთ.