"ჯენზი ევროპისთვის" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში

25.06.24 17:20
"ჯენზი ევროპისთვის" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში

"ჯენზი ევროპისთვის" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში. ორგანიზაციის შემადგენლობაში ის ახალგაზრდები და სტუდენტები არიან, ვინც ივანიშვილის რეჟიმმა არაერთხელ დაარბია, თუმცა ვერ გააჩერა. ახალმა პლატფორმამ სტარტი ოფიციალურად დღეს აიღო და წინ ბევრი გეგმა აქვთ.

დღეს გვაქვს პრეზენტაცია - "ჯენზი ევროპისთვის", რომელშიც გაერთიანდება რამოდენიმე ათასი ახალგაზრდა, ის თაობა, რომელიც აქტიურად არის დღეს წარმოდგენილი საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურების სწრაფვის პროცესებში და მე ვფიქრობ, რომ "ჯენზი ევროპისთვის" იქნება ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი და იმედი საზოგადოების", - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მთელი ეს პროცესი, რასაც "ჯენზი ევროპისთვის" განახორციელებგამჭვირვალე და მიუკერძოებელი იქნება.

ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული გაერთიანება, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა ახალგაზრდების სხვადასხვა პროცესში და ასევე ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში ახალგაზრდების ჩართვა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ასპარეზზე გამოჩნდება. ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მთელი ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი", - ამბობს ახალგაზრდა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვანები, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ ეს არის ის თაობა, რომელიც არ შეეგუება საქართველსო რუსეთიზაციას.

ჩვენ უნდა ვაკეთოთ საპირისპირო,  რაც უნდა ხელისუფლებას. მათ უნდათ, რომ ნაკლები დამკვირვებელი იყოს არჩევნებზე და უფრო მეტი დამკვირვებელი უნდა იყოს. მათ უდნათ, რომ ნაკლები ხალხი მივიდეს არჩევნებზე და ძალიან ბევრი ადამიანი უდნა მივიდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ამ ახალგარზდებს აქვთ შესაძლებლობა ესაუბრონ თავიანთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, დაარწმუნონ ისინი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებზე იყოს ძალიან მაღალი აქტიურობა", - ამბობს ნინო ლომჯარია.