რუსეთთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს - ვოლსკი

26.06.24 20:43
რუსეთთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს - ვოლსკი

 

 

რუსეთთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი გია ვოლსკი მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა.

მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს, ვინაიდან, მათ მიერ ცნობილია ორი ოკუპირებული ტერიტორია, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული და რასაკვირველია, ეს თემა ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და ვერანაირ გადაწყვეტილებამდე ვერ მივალთ ვერავისთან, ვერც რუსეთთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, თუკი ამ საკითხებთან მიმართებაში არ იქნება ჩამოყალიბებული და ნათელი პოზიცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ჩვენთვის მთავარი", - ამბობს ვოლსკი.

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 26 ივნისის ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად იქნება და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიდის.