კომიკურ ფიგურად იქცა - ოდიშარია მსხილაძეზე
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ "ოცნებამ" იერიში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანზე მიიტანა.
ბექა ოდიშარიას თქმით, გიორგი მსხილაძე საკანონმდებლო წიაღში "კომიკურ ფიგურად იქცა", რადგან მისი თქმით, საპარლამენტო მდივანმა პოლიტიკური განცხადებებით გაჯერებული მოხსენება გააკეთა და ვეტო საფუძვლიანი შენიშვნებით გამყარებული არ ყოფილა.
ვეტო უნდა იყოს საფუძვლიანი შენიშვნებით გამყარებული. უსაფუძვლო, უსაგნო, პოლიტიკური განცხადებებით გაჯერებული მოხსენება გააკეთა საპარლამენტო მდივანმა, რომელიც კომიკურ ფიგურად იქცა ამ საკანონმდებლო წიაღში, იმიტომ, რომ "რატომ? იმიტომ, ახლა გუშინ ამიტომ". ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 9 პარტიული წევრი არის. 9-დან მხოლოდ ერთი ჰყავს "ქართულ ოცნებას" წარმომადგენელი, 7 წევრი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა ავანსად საპარლამენტო მდივანმა და უწოდა მას ე.წ. პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატები, ეს ხალხი არის პრეზიდენტის წარმოდგენილი, რომ იცოდეთ. ანუ, ეს ხალხი საერთოდ აცდენილი არის რეალობას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
0 მომხრე - 63 წინააღმდეგი - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ცესკოს მიტაცების სპეცოპერაცია დღეს ოფიციალურად გაფორმდა. ივანიშვილის ხელისუფლებამ არც ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.