პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდეს გამართულად - თალაკვაძე
"ოცნება" ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად მუშაობდეს.
არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ამ ვეტოს გაუქმებით, დღეს პარლამენტმა ქვეყანაში უკვე შემოიტანა ისეთი წესები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც აქვს ყველა ევროპულ ქვეყანას.
ვეტო პრეზიდენტმა დაადო იმას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდეს გამართულად, პოლიტიკური ჩარევისგან იყოს დაცული. ამ ვეტოს გაუქმებით, დღეს პარლამენტმა ქვეყანაში უკვე შემოიტანა ისეთი წესები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც აქვს ყველა ევროპულ ქვეყანას და რომლითაც არცერთ ცალკე აღებულ პარტიას არ ექნება საშუალება, რომ დაბლოკოს ცესკოს გადაწყვეტილებები, დაბლოკოს ჩვენი ხალხის არჩევანი და ჩამოართვას მოქალაქეებს მიცემული ხმები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0 მომხრე - 63 წინააღმდეგი - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ცესკოს მიტაცების სპეცოპერაცია დღეს ოფიციალურად გაფორმდა. ივანიშვილის ხელისუფლებამ არც ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.