"ნაპოლის" პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას და მის აგენტს გერმანიაში შეხვდა

27.06.24 20:44
"ნაპოლის" პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას და მის აგენტს გერმანიაში შეხვდა

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დღეს გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აგენტს შეხვდა. ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ავრცელებს

"ნაპოლის" გზავნილი კვარასთვის მკაფიოა: „ნაპოლი“ არ აპირებს მის გაშვებას ამ ზაფხულს, რადგან ის კონტესა და კლუბის წამყვანი მოთამაშეა. ევროს დასრულებისთანავე "ნაპოლი" ახალი კონტრაქტის წინადადებას გაუგზავნის“, - წერს ფაბრიციო რომანო.

რჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდში - კონტემ დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდანაც იტალიური გუნდის ღირსებას დაიცავს.

გუშინდელი მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთ-ერთი კითხვა მის მომავალს ეხებოდა. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თავის მომავალს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.

კონტეს პატივს ვცემ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, „ნაპოლის’’ პატივს ვცემ, „ნაპოლი’’ მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ," - თქვა კვარაცხელიამ.