კონტემ დაადასტურა - რჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლში"?

26.06.24 19:18
კონტემ დაადასტურა - რჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლში"?

რჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდში - კონტემ დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდანაც იტალიური გუნდის ღირსებას დაიცავს.

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრეზენტაცია დღეს Palazzo Reale-ში გაიმართა. იტალიელ სპეციალისტს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომლებიც მას დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

“დი ლორენცო, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნაპოლის კაპიტანია, რომელმაც სკუდეტო და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მე ის მნიშვნელოვან და პატივსაცემ ადამიანად მიმაჩნია გასახდელშიც და იგივეს თქმა შემიძლია კვარაზეც. ვფიქრობ, რომ გასულ წელს იმედგაცრუება გაურკვეველ სიტუაციებს მოჰყვა. მოთამაშეებმა იციან, რომ არსებობს სირთულეები.

კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელსაც მნიშვნელოვანი თვისებები აქვს. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ძალიან ცოტაა. ის ძლიერია ფლანგზე ერთი-ერთზე თამაშოს დროს, მაგრამ როცა ცენტრში შემოდის, ხდება გამთამაშებელი, რომელსაც შექმნა შეუძლია. ეჭვგარეშეა - ხვიჩა კვარაცხელია აქ რჩება და ნაპოლიში ითამაშებს", - აღნიშნა კონტემ."

პრეზენტაციაზე "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ კვარაცხელიასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის.

"კვარა"? პრობლემა არ გვაქვს. არსებობს კონტრაქტი, ჯოვანი მანასთან, ხვიჩასთან და აგენტთან ერთად დავჯდები და ხელშეკრულების შეცვლას შევთავაზებ. თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის ილაპარაკოთ. დაუშვებელია წესის დარღვევა და ჩვენს გარეშე ჩვენს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოება (პსჟ იგულისხმა). 75 წლის ასაკში უკვე არაფერი არ მაკვირვებს. ვცდილობ მუდამ კორექტული ვიყო. ასე მასწავლეს მშობლებმა.

მე შემიძლია დი ლორენცოს გავუგო, ცოტა ნაწყენი იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დონის მოთამაშეს ვერ შეველევით. იმედია, იტალიის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ დამშვიდდება.

 

მსგავსი სიახლეები