ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. დაგეგმილია ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე სამი შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. გუშინ გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც განცხადებები გაკეთდა.