როგორ ხსნის ელჩების დემარშს პრემიერი?
პოლიტიკურ მარტოობაში დარჩენილი კობახიძე აღიარებს, რომ დიპლომატებმა დემარში გამოუცხადეს. რუსული კანონის მომხრე პრემიერს საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწია განემარტა, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ევროკაშვირის წევრი ქვეყნების ელჩები მისი ხუთი თვის საქმიანობის შეჯამებას.
პრემიერი ამტკიცებდა, რომ დემარშები დროებითია. პრემიერს არ განუმარტავს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს პარტნიორი ქვეყნების ელჩების დემარში.
ჩვენ დემარში არ გავითვალისწინეთ იმიტომ, რომ ეს დემარში იყო სრულიად უსაფუძვლო, არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დემარშები არის დროებითი, როცა მათ არ აქვთ მყარი საფუძველი. ამ შემთხვევაშიც შეიძლება იგივეზე ვისაუბროთ, ამიტომ ქალბატონი თეონას ადგილზე მე სიტყვა დემარშს არ ვახსენებდი, იმიტომ, რომ ეს არ არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ელჩების დემარში - ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენას პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესრებიან.