ინჯია კობახიძეს: მოახლოებულია არჩევნები, იქნებიან დამკვირვებლები ჩინეთიდან? ინდოეთიდან?

28.06.24 17:13
ინჯია კობახიძეს: მოახლოებულია არჩევნები, იქნებიან დამკვირვებლები ჩინეთიდან? ინდოეთიდან?

"მოახლოებულია არჩევნები, მე მაქვს კითხვა, იქნებიან ჩინეთიდან დამკვირვებლები, იქნებიან ინდოეთიდან?" - ამ კითხვით მიმართა ფრიდონ ინჯიამ პრემიერ ირაკლი კობახიძეს.

ინჯია დაინტერესდა, ვინ დააკვირდება 26 ოქტომბრის არჩევნებს.

მაინტერესებს, მოდის, მოახლოებულია არჩევნები, მე მაქვს კითხვა, იქნებიან ჩინეთიდან დამკვირვებლები, იქნებიან ინდოეთიდან? და ძალიან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც თავისი წონა აქვს მსოფლიოში და არის მუშაობა, საერთოდ, ჩამოდიან ისინი? როგორ არის ეს, რამდენად ეს არის საყურადღებო?" - ჰკითხა ინჯიამ პრემიერს.

"გაიგზავნა უკვე მოწვევები ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში", - ასე უპასუხა პრემიერმა ინჯიას.

რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩვენი კარი ღიაა ყველა დამკვირვებლისთვის. თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.