ივანიშვილმა საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ში შიკრიკი გააგზავნა - გახარია

01.07.24 11:17
ივანიშვილმა საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ში შიკრიკი გააგზავნა - გახარია

ივანიშვილმა ამერიკაში საქმის მოსაგვარებლად შუამავალი გააგზავნა. სანქციების გამოცხადების შემდეგ საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში ძალოვანი მინისტრია მივლენილი. ამის შესახებ ინფoრმაციას ექსპრემიერი გიორგი გახარია ავრცელებს, რომელიც თავადაც ამერიკაში იყო და ცოტახნის წინ დაბრუნდა. "სჯობდა არ წასულიყო, ისეთი ამბები მოაქვს ივანიშვილისთვის" - აცხადებს გახარია. 

"საქართველოსთვის" ლიდერი არ აკონკრეტებს მინისტრი გააგზავნა ოლიგარქმა შტატებში. გახარია პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილმა ძლაოვანი მინისტრი აშშ-ში არა სახელმწიფოს ინტერესების, არამედ საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლა გააგზავნა. საკითხი, სავარაუდოდ, სანქციებს ეხება.

ჩვენი ხელისუფლება აქ რომ პოზებში დგას, რომ აი, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს და გულშ მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმენა შეშინებულები არიან, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება. მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზანილი. ბიძინა ივანიშილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი პერსონალურ შიკრიკად და სჯობდა, არ გაეგზავნა. 
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, როგორ არ ესმის დღევანედლ ხელისუფლებას როგორ ფუნქციონირებს პერსონალური დემოკრატია. ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ძალოვან ფიგურას რომ აგზავნი შიკრიკად, თავის ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია ან სწორად ან რაღაც თავისი უძლეველობის წარმომსახველად. ფოსტალიონების ასეთი გზავნა ხშირად დაიწყება ახლა. და კიევ ერთხელ ვამბობს, რომ ეს ისე და ისეთი ფორმით მოხდა, რომ სჯობდა, არ გაეგზავნა, - ამბობს გახარია. 

 

"პირველები" დაინტერესდა, ვინ გაუშვა ბიძნა ივანიშვილმა საქმის მოსაგვარებლად შტატებში. გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური მტავრობის ადმინისტრაციაში გვამისამართებს. გახარიას გუნდის ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი შვილებისთვის უნდა ევროპა და ამერიკა, თუმცა სურთ, რომ დასავლური მომავალი ადუკარგონ საქართველოს მოქალაქეებს. 

„ოცნების“ მდგომარეობა არის ძალიან დამძიმებული. სახეზეც აწერიათ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ისინი არ გრძნობენ თავს მშვიდად, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ევროპა და ამერიკა თავისთვის და საკუთარი შილებისთვის უნდათ. ამიტომ უკანსკნელი შანსი ივანიშვილს, რომ ამ კრიზისიდან როგორმე გამოძვრეს... რა ჩიხური მდგომარეობაც შეიქმნა საკუთარი თავისთვის არის, რომ მან გაიაზროს, რომ არჩევნებია უკანასკნელი შანსი. პასუხისმგებლობები პეროსნალური აუცილებლად იქნება.
მტავრობას უნდა ჰკითხოთ, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ივანიშვილმა ამერიკაში გააგზავნა, - ამბობს ბუჩუკური.

 

მსგავსი სიახლეები