ცოტნე ივანიშვილი არის ჩრდილოვანად ძალიან ახლოს მაღალ ოფიციალურ პირებთან, რაც ფეოდალური წყობილების წარმოდგენაა საქართველოში - დეკანოიძე
დაღესტნელ ჩემპიონთან ხაბიბ ნურმაგომედოვთან პრემიერის, თბილისის მერისა და ცოტნე ივანიშვილის შეხვედრას დეპუტატი ხატია დეკანოიძე ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხვდებიან გერმანელ მაღალჩინოსნებს.
ბიძინა ივანიშვილის შვილთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კალაძე, არ ვიცი, ვიღაც გაუგებარ ხალხთან ერთად, სრულიად ბუნებრივია, პრინციპში, აბა, გერმანიის კანცლერთან კი არ იყო ფოტო, ან ბერლინის მერთან, ან სხვადასხვა ფედერალური სამსახურების წარმომადგენელი. ცოტნე ივანიშვილი, როგორც ჩანს, არის ჩრდილოვანად ძალიან ახლოს ზუსტად მაღალ ოფიციალურ პირებთან, რაც რაღაც ზუსტად იმ ფეოდალური წყობილების წარმოდგენაა საქართველოში, რომელზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს და ასევე პრემიერთან, თბილისის მერსა და ცოტნე ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში.
რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ.