თუ გავიხსენებთ, რომ ხელისუფლება არის კრემლის ინტერესების გამტარი, ასეთი შეხვედრებიც უცნაური აღარ არის - ნაცვლიშვილი

01.07.24 13:22
თუ გავიხსენებთ, რომ ხელისუფლება არის კრემლის ინტერესების გამტარი, ასეთი შეხვედრებიც უცნაური აღარ არის - ნაცვლიშვილი

"თუ გავიხსენებთ იმას, რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოში კრემლის და პუტინის ინტერესების პირდაპირი გამტარი, ასეთი შეხვედრებიც აღარ არის მაშინ უცნაური," - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს.

ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომ შეხვდა პრემიერი თბილისის მერსა და ცოტნე ივანიშვილთან ერთად კადიროვთან დაახლოებულ სპორტსმენს.

შეხვედრების შესახებ განმარტებას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი შეხვედრა. რა თქმა უნდა, აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და განმარტება უნდა გაკეთდეს ხელისუფლებისგან. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოში კრემლის და პუტინის ინტერესების პირდაპირი გამტარი, ასეთი შეხვედრებიც აღარ არის მაშინ უცნაური,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს და ასევე პრემიერთან, თბილისის მერსა და ცოტნე ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში.

რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ