"გახარია ჭორაობს" - გურამ მაჭარაშვილი

01.07.24 13:36
"გახარია ჭორაობს" - გურამ მაჭარაშვილი

გიორგი გახარიას ჭორაობს, - ასე აფასებს "ხალხის ძალის" ლიერი გურამ მაჭარაშვილი ექს-პრემიერის განცახდებას, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილმა აშშ-ში შიკრიკი გააგზავნა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც გახარია ამბობს, მითია და ზოგადად, პოლიტიკა მისი საქმე არ არის.  

მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ შეუძლია გააკეთოს ისეთი, რომელიც აწევს მის პოლიტიკურ წონას და ახლა გადავიდა ჭორაობაზე. წარმოიდგინეთ ახლა, რომ იცი, რომ ივანიშვილი თურმე აგზავნის რომელიღაც მინისტრს ამერიკაში და მერე ამას ზედამხედველობას უწევს გახარია. ამ მითებით ცხოვრობს ახლა და აცხოვრებს თავის გუნდს და ჭორიკნობას დაანების თავი, ურჩევნია და საერთოდ, შეეშვას პოლიტიკას. ხომ დაინახა, რომ არ არის მისი საქმე პოლიტიკა. თქვენ გაქვთ უფლება და გისურვებთ კიეც, რომ გახარიას მსგავსი წინასწარმეტყველი და მჩხიბავი გყავდეთ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, - ამბობს მაჭარაშვილი. 

ივანიშვილმა ამერიკაში საქმის მოსაგვარებლად შუამავალი გააგზავნა. სანქციების გამოცხადების შემდეგ საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში ძალოვანი მინისტრია მივლენილი. ამის შესახებ ინფoრმაციას ექსპრემიერი გიორგი გახარია ავრცელებს, რომელიც თავადაც ამერიკაში იყო და ცოტახნის წინ დაბრუნდა. "სჯობდა არ წასულიყო, ისეთი ამბები მოაქვს ივანიშვილისთვის" - აცხადებს გახარია.  

მოგვიანებით "პირველებს" სუსმა დაუდასტურა, რომ აშშ-ში ვიზიტით გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა.