ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილისა, ივაჭროს დასავლეთთან საქართველოს ბედით, იმ თავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის - ჭიაბერაშვილი

01.07.24 13:44
ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილისა, ივაჭროს დასავლეთთან საქართველოს ბედით, იმ თავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის - ჭიაბერაშვილი

"რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია. ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილისა, ივაჭროს დასავლეთთან საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით, იმ თავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ის გამოეხმაურება გიორგი გახარიას განცხადებას ივანიშვილთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი პრემიერი ყვებოდა, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ში შიკრიკი გააგზავნა".

რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია. მათ გაიარეს ყველა შემობრუნების წერტილი და აღანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რას წარმოადგენს ქართული ოცნება, ეს რუსული ძალადობრივი რეჟიმი არ არსებობს და აქედან გამომდინარე ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილისა, ივაჭროს დასავლეთთან, საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით, იმ თავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის ,დასავლეთში ჩვენი მეგობრები ახლა ელოდებიან ქართველი ხალხისგან გადაწყვეტილებას 26 ოქტომბერს და ეს გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ," -  განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.