ჩამოუტანა თუ არა სანქცირებულთა გვარები გრიგოლ ლილუაშვილმა "ოცნებას"? - რას პასუხობს სუს-ი "პირველებს"

01.07.24 15:00
ჩამოუტანა თუ არა სანქცირებულთა გვარები გრიგოლ ლილუაშვილმა "ოცნებას"? - რას პასუხობს სუს-ი "პირველებს"

ჩამოუტანა თუ არა სანქცირებულთა გვარები გრიგოლ ლილუაშვილმა ქართულ ოცნებას? - სუს-ი დღეს იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ სპეცსამსახურების შეფი საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 

„პირველების“ არაერთი კითხვის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გვპასუხობენ, თუ ეს ოფიციალური ვიზიტი იყო და არა ოლიგარქის დავალებით, ვის შეხვდა ვაშინგტონში ლილუაშვილი.

"პირველებმა" გაარკვია ვინ არის ძალოვანი, ვინც ოლიგარქმა ამერიკაში გააგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა საქმის დასალაგებლად შტატებში გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვა. ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.