"პირველებმა" გაარკვია ვინ არის ძალოვანი, ვინც ოლიგარქმა ამერიკაში გააგზავნა
"პირველებმა" გაარკვია ვინ არის ძალოვანი, ვინც ოლიგარქმა ამერიკაში გააგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა საქმის დასალაგებლად შტატებში გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვა. ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.
რამდენიმე კვირის წინ გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა არ უთქვამს, რომ აშშ-ში ვიზიტს გეგმავდა. მეტიც, სუსის ამერიკაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არც უწყებას გაუვრცელებია.
ეს ფაქტი ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ ლილუაშვილის შტატებში გამზაგვრება არაფორმალურად მოხდა. "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს ახლა სანქციების ძალიან ეშინია, თუმცა რამენი შიკრიკიც არ უდა გააგზავნოს მან სტრატეგიულ პარტნიორებთან, ვითარება არ შეიცვლება.
ვინ, ვინ და ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რო ფინანსური სანქციები, რომელიც ასევე არის დღის წესრიგში, იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა და ის ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს ეს პროცესი. დასანქცირებულია ქვეყნის ასავლური კურსის ღალატისთვის და ოკუპანტის ინტერესის გატარებისთვის. ეს არის უკვე შემდგარი მოცემულობა და რამდენი შიკრიკიც არ უნდა გააგზავნოს და როგორც არ უნდა სცადოს დალაგება ვითარების, ვითარება დალაგდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი რუს ოლიგარქს გაისტუმრებს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ამავე აზრს იზიარებს ხატია დეკანოიძეც.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშილის ცდილპბს, კვლავ გააგრძელოს ის თაღლითური ურთიერთობა, თამაში, რომ ადალაგოს ურთიეღთობა ჩვენს პარტნიორებთან, რაც არ გამოუვა. ყველას ძალიან კარგად ესმის ვინ არის ივანიშვილი, ვინ არის „ქართული ოცნება“ და ზოგადად, მე ვფიქრობ,რ ომ ცივილიზებულმა სამყარომ მათ უკვე რეალური სანქცია დაადო და გამოუტანა განაჩენი, - ამბობს დეკანოიძე.
ივანიშვილმა ამერიკაში საქმის მოსაგვარებლად შუამავალი გააგზავნა. სანქციების გამოცხადების შემდეგ საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში ძალოვანი მინისტრია მივლენილი. ამის შესახებ ინფoრმაციას ექსპრემიერი გიორგი გახარია ავრცელებს, რომელიც თავადაც ამერიკაში იყო და ცოტახნის წინ დაბრუნდა. "სჯობდა არ წასულიყო, ისეთი ამბები მოაქვს ივანიშვილისთვის" - აცხადებს გახარია.