საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა რომ აღდგეს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და არა ივანიშვილის ემისრების გაგზავნა - ბოკუჩავა
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა. იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების გაგზავნა ვაშინგტონში," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავა გამოეხმაურა გახარიას განცხადებას, სადაც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ივანიშვილმა აშშ-ში საქმის მოსაგვარებლად შუამავალი გააგზავნა.
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა და ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისის ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, ამისათვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების გაგზავნა ვაშინგტონში,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.