სამძიმარს ვუცხადებ დღეს ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს - ომბუდსმენი
"სამძიმარს ვუცხადებ დღეს ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს," - ამის შესახებ სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს.
ომბუდსმენი ლევან იოსელიანი სამძიმარს უცხადებს კახა ზურაბაშვილის ოჯახს.
თითოეულ სამხედრო მომსამსახურეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საქმეში, მათ შორის კი განსაკუთრებულია საჰაერო სარდლობის მფრინავების როლი. სამძიმარს ვუცხადებ დღეს ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს," - წერს ომბუდსმენი.
სოფელ დისველში, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. კატასტროფის ადგილიდან პირველ ფოტოსა და კადრებს inforustavi.ge ავრცელებს.