ავიაკატასტროფა ბოლნისში - პირველი კადრები ადგილიდან
ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები გრძელკდება. კატასტროფის ადგილიდან პირველ ფოტოსა და კადრებს inforustavi.ge ავრცელებს.
სოფელ დისველში, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, სამხედრო თვითმფრინავი "სუ-25" რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
გარდაცვლილი მფრინავის ცხედარი კი ჯერ ტერიტორიიდან ექსპერტიზაზე არ გადაასვენებინათ.
ბოლნისში, ტრაგედიას ბევრი თვითმხილველი ჰყავს - "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, რომ საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ დაიწყო ვარდნა თავადაცვის სამინისტროს კუთვნილმა თვითმფრინავმა და როგორ გაეხვა საფრენი აპარატი ცეცხლის ალში.