გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა

02.07.24 19:12
გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა

 

 

გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა. მას დილიდან სახლთან პატარა ქომაგები ელოდებოდნენ. 

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს არა მხოლოდ სახლის შესასვლელთან, არამედ ეზოშიც გულშემატკივრების "არმია" ელოდება.

მას სთხოვენ ავტოგრაფებს მასიურებზე, მობილურ ტელეფონსა და ბურთებზე.

ქოჩორაშვილის გარდა გულშემატკივრების მობილიზებაა ბუდუ ზივზივაძის სახლთანაც.

ჯვაროსნების სრული შემადგენლობა კი საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.