ბუდუ ზივზივაძე პატარა გულშემატკივრებს ხვდება

02.07.24 19:32
ბუდუ ზივზივაძე პატარა გულშემატკივრებს ხვდება

ბუდუ ზივზივაძე პატარა გულშემატკივრებს ხვდება. მის სახლთან პატარა ქომაგები დილიდან არიან შეკრებილები და მასთან შეხვედრას ელოდებოდნენ. გულშემატკივრები მას ავტოგრაფებს სთხოვენ.

"ბუდუ, ბუდუ" - სადარბაზოში შესული ბავშვები მის სახელს სკანდირებენ.

ბუდუ ზივზივაძის გარდა, პატარა ქომაგები დილიდან ელოდებოდნენ გიორგი ქოჩორაშვილთან შეხვედრას, რომელსაც ავტოგრაფები გამოართვეს.