"წადი“, "მონა" - ნაკრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა (ვიდეო)

03.07.24 10:44
"წადი“, "მონა" - ნაკრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა (ვიდეო)

 

 

პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით  პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".

კობახიძე საბოლოოდ  იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.

რა იყო ხალხის პროტესტის მიზეზი და რატომ შეხვდად მას ხალხი ნეგატიურად - ეს იყო კითხვა, რომელიც "პირველებმა"  თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დაუსვა.

ხალხი ამბობს, რომ პრემიერი არალეგიტიმური მთავრობის მეთაურია და რომ ის "ერთ ადამიანს ემსახურება" და არა ხალხს.

ქვეყნის არალეგიტიმური მთავრობის მეთაური არ უნდა გამოდიოდეს სიტყვით როდესაც ხალხი ასეთი რეაქციით გამოდის შენს წინააღმდეგ, სირცხვილია. იმიტომ შევხდით ნეგატიურად მის გამოსვლას, რომ ის ემსახურება ერთ კაცს, რომელიც ზის ზემოთ. კობახიძეს უნივერსიტეტის ეზოშიც სტვენით ვხდებით, ყველგან სტვენით ვხდებით. სალომე ზურაბიშვილმა იმდენი გააკეთა, აბსოლუტურად დაიმსახურა ჩვენი აპლიდისმენტები და ჩვენი პატივისცემა", - ამბობს მოქალაქე.