ჩვენი ეროვნული მისია არის NATO-ში გაწევრიანება და რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებები არის დაუშვებელი - დეკანოიძე

03.07.24 13:43
ჩვენი ეროვნული მისია არის NATO-ში გაწევრიანება და რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებები არის დაუშვებელი - დეკანოიძე

"ჩვენი ეროვნული მისია არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებები არის დაუშვებელი" - ასე ეხმაურება პარტია "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე "პოლიტიკოს" სტატიას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება სურს, თუმცა დეკანოიძის თქმით, რუსეთი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელთანაც NATO-ს გაფართოების კუთხით მოლაპარაკებები არ იქნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები არის ძალიან სერიოზული მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, უსაფრთხოების კონტექსტში. აქ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის, შტატების, ტრამპის ინტერესებში შედის ის, რომ ტრანსატლანტიკური სივრცე იყოს დაცული, პირველ რიგში, რუსეთიდან. ჩვენი ეროვნული მისია არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება და რა თქმა უნდა, აქ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებები არის დაუშვებელი. რუსეთი არ ასრულებს პირობებს და არანაირი მოლაპარაკებები გაფართოების კუთხით არ უნდა იყოს და ვერ იქნება", - ამბობს დეკანოიძე.

რა შედეგის მომტანი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვება? საერთაშიროს გამოცემა "პოლიტიკო" წაყროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პუტინთან გარიგებას გეგმავს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი საქართველო და უკრაინა იქნება. 

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ტრამპი პუტინს პირდება, რომ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ ვერცერთი ქვეყანა ალიანსში ვერ გაწევრიანდება.