პოლარიზაციის მიზეზი არის ის, რომ "ოცნება" ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს - სამადაშვილი

03.07.24 13:23
პოლარიზაციის მიზეზი არის ის, რომ "ოცნება" ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს - სამადაშვილი

პოლარიზაციის მიზეზი საქართველოში არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს, - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი ევროპული საბჭოს უმწვავეს განცხადებას.

ოპოზიციის წევრის თქმით, ახლა მთავარი ამოცანა არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფაა. 

პოლარიზაციის მიზეზი საქართველოში არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს. ამიტომ დღეს პოლარიზაცია პოლიტიკურ ძალებს შორის კი არ არის, პოლარიზაცია არის იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს და მიტაცებულია აქვს სახელმწიფო, მათსა და ქართველ ხალხს შორის. ამიტომ დღეს ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რომ მათ შორის საერთაშორისო ჩართულობით, ვუზრუნველყოთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, - ამბობს სამადაშვილი.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი უმწვავეს განცხადებას ავრცელებს. კომიტეტი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი დაამტკიცა და ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდის ეკისრება.