წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, 26 ოქტომბერს და უკვე მეცხრედ დავითვლით - მაჭარაშვილი

03.07.24 14:59
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, 26 ოქტომბერს და უკვე მეცხრედ დავითვლით - მაჭარაშვილი

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, 26 ოქტომბერს და უკვე მეცხრედ დავითვლით - "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" გუნდი, არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ის უხერხულობა, რომელსაც პრემიერს და მის გუნდს ხალხი შეძახილებით უქმნის, არაფერია, თუ არა დაგეგმილი პროვოკაცია, ყველაფერი კი ოქტომბრის არჩევნებზე გადაწყდება.

სუვერენიტეტის საკითხი როცა იდგა, აი მაშინ გამოაცხადა ქართულმა საზოგადოებამ, ვგულისხმობ 29 აპრილს და ვგულისხმობ 17 მაისს, სად დადგა და რა პოზიციაზე დადგა, როცა ეს საკითხი იყო... და წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, 26 ოქტომბერს და უკვე მეცხრედ დავითვლით ამ წიწილებს, რომელიც იქნება ჩვენს სასარგებლოდ აუცილებლად და რაც მთავარია, ქართველი ხალის სასარგებლოდ.  აქ უკვე აღარ არის საუბარი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს და წარმატებული იქნება, აქ საუბარი იქნება და არჩევანი იქნება სუვერენიტეტსა და მონობას შორის, ოჯახურ სიწმინდესა და ლგბტ პროპაგანდას შორის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით  პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".

კობახიძე საბოლოოდ  იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.