კობახიძე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერია და ძალიან დამსახურებულად - ნაცვლიშვილი

03.07.24 15:16
კობახიძე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერია და ძალიან დამსახურებულად - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის  განცხადებით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერია, თან ძალიან დამსახურებულად.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის რეაქცია, რაც საზოგადოებამ კობახიძის სცენაზე ასვლისას გამოხატა, არის ვერდიქტი, რომელიც, რომელიც ქართველმა ხალხმა კობახიძესა და ივანიშვილის დაჯგუფებს გამოუტანა.

კობახიძე არის, ალბათ, ამ ქვეყნის ისტორიაში და ივანიშვილის დაჯგუფების პირობებშიც კი ყველაზე არაპოპულარული პრემიერი და ძალიან დამსახურებულადაც, რადგან მთელი თავისი საჯარო მოღვაწეობა მან საზოგადოებას დაამახსოვრა ზიზღით, ცინიზმით. ეს განწყობები, რომელიც საზოგადოებაში არის და ძალიან მკაფიოდ გამოხატავს საზოგადოება, როდესაც სცენაზე ადის კობახიძე, არის იმ ვერდიქტის გამოხატულება, რომელიც ქართველმა ხალხმა კობახიძესა და ივანიშვილის დაჯგუფებასთან დაკავშირებით გამოიტანა", - ამბობს ნაცვლიშვილი.

პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით  პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".

კობახიძე საბოლოოდ  იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.