პრეზიდენტს ამოეფარა მომენტალურად და ზურაბიშვილს მიაჩეჩა მიკროფონი - დეკანოიძე კობახიძეზე

03.07.24 15:23
პრეზიდენტს ამოეფარა მომენტალურად და ზურაბიშვილს მიაჩეჩა მიკროფონი - დეკანოიძე კობახიძეზე

"ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრემიერმა კობახიძემ ხალხის შეძახილების და იმ უხერხულობის განეიტრალება რომ ვერ შეძლო "პრეზიდენტს ამოეფარა და სალომე ზურაბიშვილს მისცა მიკროფონი". 

დეკანოიძის თქმით,  კობახიძე არ გამოხატავს ამ ქვეყნის ინტერესებს და ეს ხალხისგან პრემიერმა არაერთხელ გაიგო და მოისმინა. 

ადამიანი, რომელსაც ეშინია და ხვდება, ხალხს რა ძალა აქვს, ეს იყო ზუსტად ის ინციდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამოეფარა მომენტალურად და სალომე ზურაბიშვილს მიაჩეჩა მიკროფონი. სალომეს შეხვდნენ ისე, როგორც იმსახურებს, რადგან ეს არის ის პოზიცია, რომელიც აქვს პრეზიდენტს. ამ ქვეყანაში 70%-ზე მეტს სჭირდება ცვლილება და კობახიძე არ გამოხატავს ამ ქვეყნის ინტერესებს. ის მითვისება ზეიმის, რომელიც ქოცებს უნდოდათ, არ გამოუვათ, რადგან ხალხმა ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა", - ამბობს დეკანოიძე.

პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით  პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".

კობახიძე საბოლოოდ  იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.