კობახიძე თავქუდმოგლეჯილი, შეშინებული და აკანკალებული გაიქცა სცენიდან - ნადირაძე

03.07.24 15:27
კობახიძე თავქუდმოგლეჯილი, შეშინებული და აკანკალებული გაიქცა სცენიდან - ნადირაძე

კობახიძე თავქუდმოგლეჯილი, შეშინებული და აკანკალებული გაიქცა სცენიდან - ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, იქ სადაც ხალხის გამარჯვებებია, იქ "ოცნების" მაღალჩინოსნების ადგილი არ არის.

იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ადგილი არ არის. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა ჰქონოდა გრძელი სიტყვა, მაგრამ ნახა რა ხალხის რეაქციები, თავქუდმოგლეჯილი, შეშინებული და აკანკალებული გაიქცა სცენიდან. ზუსტად ასე გაიქცევიან 26 ოქტომბერს", - ამბობს ნადირაძე.

პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით  პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".

კობახიძე საბოლოოდ  იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.