"კობახიძეს უუუსაყვარლესოს და უუუძალიანაგრესოს ეძახდნენ, მაგრამ იმდენად ჩქარა გავიდა სცენიდან, რომ უუუ გაისმა მარტო " - ყურუა
"კობახიძეს უუუსაყვარლესოს და უუუძალიანაგრესოს ეძახდნენ" - ასე ხუმრობანარევი განცხადებით ეხმაურება "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა კობახიძისადმი პროტესტს და პრემიერის უხერუხლობას გუშინდელ საზეიმო ღონისძიებაზე.
ყურუს თქმით, პრემიერს ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ "შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის პრემიერი ხარ, მაგრამ ხალხის პრემიერი არა".
უუუსაყვარლესოს და უუუძალიანაგრესოს ეძახდნენ, მაგრამ იმდენად ჩქარა ილაპარაკა, რომ ფეხბურთელები არ გადაეფარა და იმდენად ჩქარა გავიდა სცენიდან, რომ უუუ გაისმა მარტო. ეს არის ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მანდ შეკრებილ ადამიანებს არბევდა და ახლა მაგ ხალხთან უნდოდა, რომ გამოსულიყო და გამარჯვების ეიფორიაში მონაწილეობა მიეღო. საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ შენ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის პრემიერი ხარ, მაგრამ ხალხის პრემიერი არ ხარ", - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
პრემიერის კრახი საზეიმო ღონისძიებაზე - ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხმა პრაქტიკულად სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. სცენაზე ფეხბურთელების გვერდით პრემიერის გამოჩენას დიდი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი“ "არ გვინდა" "მონა".
კობახიძე საბოლოოდ იძულებული გახდა სიტყვა პრეზიდენტისთვის გადაეცა, რის შემდეგაც პროტესტი ტაშით შეიცვალა. ზურაბიშვილს ხალხი ოვაციებით შეხვდა კობახიძემ კი სცენა მალევე დატოვა. მას ჰქონდა მეორე მცდელობაც, თუმცა პრემიერს არც ამჯერად გაუმართლა.