უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ვახო სანაია
,,ფორმულას" ჟურნალისტი და წამყვანი, ვახო სანაია, საქართველოს პრემიერის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნა.
იმდენადაა გამწარებული ჟურნალისტებზე, დღეს გამოვიდა და მთავრობის სხდომაზე და ეპიდვითარების გაუარესება ჟურნალისტებს დააბრალა, რომლებიც ქუჩაში იმის გამო გამოვიდნენ, რომ მათი კოლეგა მოკლეს. მე მგონი, უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - თქვა ვახო სანაიამ.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტები კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა.
,,უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება" - თქვა ღარიბაშვილმა.