დეტექტივები, ვინც ბრძანება გასცეს, შვებულებაში გაუშვეს და გამოძიება არ დაწყებულა - სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი EU-ის მოქალაქე

04.07.24 17:11
დეტექტივები, ვინც ბრძანება გასცეს, შვებულებაში გაუშვეს და გამოძიება არ დაწყებულა - სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი EU-ის მოქალაქე

სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემ ევროკავშირის მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ათზე მეტმა სამართალდამცველმა ლამის სიკვდილმადე მიიყვანა, ახლა დამნაშავეების დასჯას ელოდება. 

არსებობს კადრებიც, კრიმინალური პოლიციის თანამშომრლებიც იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა მტკიცებულებები მოსამართლემ არ გაიზიარა და ჯარიმა 20 წლის სტუდენტს გამოუწერეს. 

დაზარალებულმა სტუდენტმა მოძალადე პოლიცილების ვინაობა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაასახელა, თუმცა ამ დრომდე არც ლევან სამნაშვილი და ძალადობაში მონაწილე კიდევ  ერთი პოლიციელი არავის დაუსჯია.

პროკურატურამ მცნო დაზარალებულად, გამოძიება არის დაწყებული და ველოდებით, რომ მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ ამ ძალადობის ფაქტში. ახლა გახსენება საკმაოდ რთულია ჩემთვის, მაგრამ საკმაოდ მძიმე დაზიანებები იყო, ყველაფერი აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და იმედი მაქვს, შესაბამისად იმოქმედებენ და ბრალს წარუდგენენ იმ პოლიციელებს, რომლებიც უკვე იდენტიფირებულები არიან. უშუალოდ ისინი, ვინც ბრძანება გასცეს - ლევან სამნაშვილმა და ლაშა მაღრაძემ - ეს ორი დეტექტივი საერთოდ შვებულებაში გაუშვეს და გამოძიება არ ყოფილა დაწყებული მათ მიმართ და საერთოდ არსად არ დაუბარებიათ. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, თვენახევრის შემდეგ დაზარალებულის სტატუსის მონიჭება, ჩემი აზრით, საკმაოდ დაგვიანებული არის,“ - ამბობს თეოფან არზუმანიდისი.

სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, 2500 ლარით დააჯარიმა და სანამ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაგვბარდება მხარეს, მანამდე უკვე პროკურატურამ ცნო დაზარალებულად. ჩვენ ამას გამოვიყენებთ სააპელაციო სასამართლოში, როცა გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას და ვნახოთ, დაველოდოთ, უკვე სასამართლო რა რეაგირებას მოახდენს. კონკრეტულად არსემანიძის საქმესთან დაკავშირებით ცნეს დაზარალებულად და უკვე შემდეგ კვირაში მივალთ და საქმის მასალებსაც გადმოგვცემენ,“ - ამბობს იურისტი.

ევროკაშირის მოქალაქე სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ იხსენებდა, რომ აქციიდან ჯერ კრიმინალურმა პოლიციამ გაიატაცა, შემდეგ კი სპეცრაზმმა ჯგუფურად სცემა და წიხლებით შესდგა

მსგავსი სიახლეები