ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად სცემეს, გამოკითხვაზეა

18.06.24 13:45
ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად სცემეს, გამოკითხვაზეა

ევროკაშირის მოქალაქე, რომელიც აქციიდან ჯერ კრიმინალურმა პოლიციამ გაიატაცა, შემდეგ კი სპეცრაზმმა ჯგუფურად სცემა და წიხლებით შესდგა, გამოკითხვაზე დაიბარეს. 20 წლის სტუდენტი საბერძნეთიდან, რომელიც ისე სცემეს, რომ გარდაცვლილი ეგონათ, ერთ საათზე მეტია კოკა კაციტაძის უწყების გამომომძიებლებს დეტალურად უყვება იმ სასტიკი ძალადობის შეხახებ, რომელიც სპეცრაზმის კორდონის გატარების დროს გაიარა.

ცნობილია, რომ დაზარალებულმა სტუდენტმა მოძალადე პოლიცილების ვინაობა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაასახელა, თუმცა ამ დრომდე არც ლევან სამნაშვილი და ძალადობაში მონაწილე კიდევ  ერთი პოლიციელი არავის დაუსჯია.

20 წლის თეოფან არზუმანიდისი ამბობს, რომ საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

მასალები გვაქვს მოტანილი, ვიდეოკადრები,ა სევე დღეს დავსახელებთ, დიდი ალბათობით, ლევან სამნაშვილს და ლაშა მაღრაძეს, ვინც ამ ძალადობის ბრძანება გასცეს და ვნახოთ, რა იქნება. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს იქნება უბრალოდ, ფორმალურად დაწყებული გამოძიება, რომელსაც ალბათ ან გამოძიებიენ ან არც გამოძიებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადოთ, ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი ფორმალობაა, ჩემი აზრით. არ მოეწონათ ის, რომ უცხოელი ვიყავი, არ ესიამოვნათ ევროპელის აქციაზე ყოფნა და უნდოდათ, უბრალოდ, ადამიანი მივეყვანე სიკვდილამდე, რაც არ გამოუვიდათ. იყო ასეთი შეძახილები, რომ ეს ადამიანი კვდებაო და მოიტანეთ კატაფალკა და გავასვენოთ აქედანო, - თქვა ახალგაზრდამ გამოკითხვაზე შესვლამდე. 

ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეებიც. დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "პუბლიკას" ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილიც მივიდა, რომელმაც მეხსიერების ბარათი მიიტანა, სადაც მასზე ანგარიშსწორების კადრებია აღბეჭდილი. ქეშელაშვილი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა 16 აპრილს გახორციელდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებული არაფერია.