ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები ისინი თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას - ნადირაძე

05.07.24 12:25
ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები ისინი თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას - ნადირაძე

"ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც ისინი ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო - ისინი თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, ბრიტანეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნადირაძე გამოეხმაურა ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება ამ ეტაპზე დაპაუზებულია".

რა თქმა უნდა ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად და სწრაფად რეაგირებენ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 
როდესაც იცინი ხედავენ, რომ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო - ისინი თავს არიდებენ ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას და უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი არ შემოტანილი ინვესტიცია ეს არის ქვეყანაში დაკარგული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ის რომ დღეს ქვეყანა იცლება, ის რომ დღეს არის ძალიან დიდი გაჭირვება, სიღარიბე, ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების, ამ პოლიტიკის ბრალი," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

მსგავსი სიახლეები