"არ უნდა ართმევდეთ ხელს სისხლიან დიქტატორს" - ორბანს პუტინთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ

05.07.24 17:25
"არ უნდა ართმევდეთ ხელს სისხლიან დიქტატორს" - ორბანს პუტინთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ

უნგრეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან ერთად გაკეთებულ განცხადებებს დასავლეთში მწვავე შეაფასებები მოჰყვა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ ორბანი მოსკოვში ვიზიტის დროს ევროკავშირს არ წარმოადგენს.

ვიქტორ ორბანის ცალმხრივი გადაწყვეტილება მოსკოვში წასვლისა, არავითარი ფორმით ევროკავშირის პოზიციას არ წამოადგენს. ეს ასევე ძირს უთხრის უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის სანდოობას. თუ თქვენ ნამდვილად ეძებთ მშვიდობას, თქვენ არ უნდა ართმევდეთ ხელს სისხლიან დიქტატორს. თქვენ მთელი ძალისხმევა უკრაინის მხარდაჭერისკენ უნდა მიმართოთ,“ - ამბობს გიტანას ნაუსედა.

ვიქტორ ორბანი არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირს ან ევროკავშირის პოზიციებს მოსკოვში. ის იყენებს ევროკავშირის თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად. ევროკავშირი ერთიანია და დგას უკრაინის გვერდით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - ამბობს კაია კალასი.

რუსეთში გავფრინდი, მაგრამ იქ და მერე უცებ მივხვდი, რომ ისევ იზრუნებდი, ჩემი სურვილი დასრულდა შენთან მოვფრინდი, რუსეთიდან სიყვარულით,“ - ამბობს ედგარს რიკნევიჩსი.

რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერს კრემლში მასპინძლობს. მოლაპარაკებებში ორი ქვეყნის მეთაურ შორის ამ წუთებში მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორი ვიქტორ ორბანი იყო. მოსკოვში ვიზიტამდე უნგრეთის პრემიერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ მას გარკვევით უთხრა, რომ უკრაინა ომს მხოლოდ საკუთარი პირობებით დაასრულებს, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს უკრაინას.

მსგავსი სიახლეები