ფავლენიშვილი: ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ატრიბუტიკა - ნომერი - ყველაფერი რჩება
"ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ატრიბუტიკა, რაც არის ყველაფერი რჩება - ნომერს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს იდენტობას არ ვკარგავთ", - ამის შესახებ "პირველებთან" ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს და დღეს დაგეგმილ ყრილობას ეხმაურება.
როგორც ფავლენიშვილი ამბობს, ენმ-ის ნომრის ქვეშ გაერთიანებულები ხელისუფლების დასამარცხებლად უბრძოლებენ.
მზად ვიყავით, ბევრ დათმობაზე წავსულიყავით დიდი ერთობისთვის.
რაც შეეხება ჩვენს იდენტობას და პოლიტიკურ მიზნებს - ეს არის პირველ ადგილზე გასვლა ზოგადად, არჩევნებში და არა ოპოზიციურ სპექტრში, როგორ შეიძლება ვინმეს ეგონოს, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად და ჩვენ კოალიციას ყოველთვის ვკრავდით ხოლმე, ნაციონალური მოძრაობა იყო სახალხო პარტია საზოგადოებასთან, ხალხთან, ამიტომაც საზოგადოებრივ ბევრი ცნობილი წარმომადგენელი, მათ შორის, საკმაოდ დიდი ელექტორალური წონის მქონე ფიგურები და სანდოობის მქონე ფიგურები გაერთიანდებიან ნაციონალური მოძრაობის პლატფორმაზე, მათ შორის იქნებიან დღეს მსგავსი ადამიანები და მომავალშიც გაგრძელდება მათი შემოერთების პროცესი,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყრილობა საღამოს გაიმართება. "ნაციონალურ მოძრაობაში" იმ კონფიგურაციას წარადგნენ, რომლითაც ოქტომბრის არჩევნებზე წარდგენიან.