მათ რიგებში მკვდარს თუ მიმიტანენ - რას ამბობს მდინარაძე ენმ-ის გამსხვილებაზე

08.07.24 15:11
მათ რიგებში მკვდარს თუ მიმიტანენ - რას ამბობს მდინარაძე ენმ-ის გამსხვილებაზე

"ნაცმოძრაობას ვეღარაფერი ვეღარ გააძლიერებს, იმიტომ, რომ მკვდარი არ ცოცხლდება არაფრით, არანაირი წამალი არ გამოგონილა თანამედროვე სამყაროში, რომ მკვდარი გააცოცხლოს, ასევეა ნაცმოძრაობა", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე აკეთებს.

მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და პასუხობს ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე ენმ-სთან ერთად შესაძლოა არმაზ ახვლედიანმაც იბრძოლოს. 

ახვლედიანზე, გვარებს და სახელებს იშვიათად ვეხები ხოლმე, მაგრამ ახლა როცა ვისმენ, რამდენად ამორალურია, რომ მე, სადაც ვარ დღეს - ქართულ ოცნებაში - აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე, ერთი პერიოდი იყო, ამ პოზიციაზე მუშაობდა და ხვალ, ვინმეს რა მორალში ჩაჯდომით წარმოუდგენია, რომ მე შეიძლება იქ აღმოვჩნდე, ალბათ, ცოცხალი არ უნდა ვიყო, რომ მე ნაცმოძრაობის რიგებში აღმოვჩნდე, ან მკვდარს თუ მიმიტანენ - ცოტა გადაზედმეტებული და უტრირებულია, ბოდიში ამისთვის, მაგრამ რა მორალმა უნდა მიიყვანოს. ისინი რომ დავალების შემსრულებლები არ იყვნენ, ან რა დავალება უნდა შეასრულო, ან რითი უნდა გაშანტაჟებდნენ, რომ თავის დროზე ქართული ოცნების აღმსრულებელი მდივანი, ადამიანი მეუბნებით, რომ ნაცმოძრაობის სიაში იქნებაო, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ამორალურიც აღარ ჰქვია, იმის იქით არის,“ - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძე ოპოზიციის გადაჯგუფებასაც ეხმაურება და იმეორებს თანაგუნდელების ნარატივს, რომ "ოცნება" არჩევნებზე უალტერნატივოა.

დალაგდებიან ისე, სადაც მათი აზრით გაჩნდება თეორიული შანსი, პრაქტიკული გამორიცხულია, თეორიულიც სხვათა შორის, გამორიცხულია, რომ მათ ქართულ ოცნებას მოუგონ და დაამარცხონ, ამიტომ რეალურად, ეს ყველაფერი კვლევებზეა დამოკიდებულებული და არა მათ იდეოლოგიაზე ან ღირებულებებზე, ეს სულ ტყუილია ყველაფერი, არანაირი ღირებულება. მათ აერთიანებთ ერთადერთი „ღირებულება“ - ეს არის ბოროტება, ქვეყნის ამოტრიალება, მეორე ფრონტის იდეა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა,“ - ამბობს მდინარაძე.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყრილობა საღამოს გაიმართება. "ნაციონალურ მოძრაობაში" იმ კონფიგურაციას წარადგნენ, რომლითაც ოქტომბრის არჩევნებზე წარდგენიან.

 

მსგავსი სიახლეები