"ერთი ბოთლის გამო ლამის კაცი მოკლეს" - კურიერების სოლიდარობის აქცია

08.07.24 17:07
"ერთი ბოთლის გამო ლამის კაცი მოკლეს"  - კურიერების სოლიდარობის აქცია

"ამის გამო ლამის კაცი მოკლეს, სიმბოლურად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეტანა" - ამ ფორმით აპროტესტებენ კურიერები მათი კოლეგის დაჭრას. "გლოვოს" კურიერებმა დაჭრილ კოლეგას თემო სიგუას სოლიდარობა გამოუცხადეს და სიმბოლურად იმ მისამართზე მივიდნენ და ერთი ბოთლი ლუდი მიიტანეს სწორედ იქ, სადაც ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

გუშინწინდელის გამო, სიმბოლურად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეტანა ეს და ვაპირებთ დადებას აქ. ამის გამო ლამის კაცი მოკლეს და  რაღაც სისულელეებს იძახიან, პნევმატური იყო ნასროლიო და სულელი არავინ არ არის. შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს და თქვენზე ჭკვიანი იყოს, თქვენზე მეტი იცოდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი კურიერი.

კურიერები ამბობენ, რომ მათ შეკვეთის გახსნის უფლება არ აქვთ.

ერთი ბოთლი ლუდის გამო ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სახლიდან რომ გამოდის, რომ დღეს ისეთი მომხმარებელი შეხვდება, რომ ჩამოვა, ეჩხუბება, დედას შეაგინებს და შემდეგ იარაღს ესვრის, ამის გამო. კურიერებს არ გვაქვს უფლება, რომ გავხსნათ და ჩავიხედოთ და ისე მივუტანოთ, არ გვაქვს უფლება, კონტრაქტში ასე გვიწერია. აქ მომავალი თაობა - სტუდენტები მუშაობენ, ძალიან ბევრი ადამიანი თავის სწავლას აფინანსებს და არ უნდა ეშინოდეს, რომ ამ სამსახურში რომ დაიწყებს მუშაობას, ისეთი მომხმარებელი შეხვდება, რომ პატარა მიზეზს მოუძებნის, შეაგინებს, სცემს და მერე ესვრის. ჩვენ, რაც შეგვიძლია, სოლიდარობა გამოვხატეთ,“ - ამბობს ერთ-ერთი კურიერი.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამაკაცს თავს რვა ადამიანი დაესხა, სცემა და ფეხებში დაჭრა. სისხლიანი გარჩევიდან 48 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ გომელაურის უწყებას არცერთი დამნაშავე არ დაუკავებია.  

მსგავსი სიახლეები