"გლოვოს" კურიერი 8 პირმა სცემა და ფეხში დაჭრა - პოლიციამ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ვერ შეძლო
"გლოვოს" კურიერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვა მოძალადიდან ვერცერთის იდენტიფიცირება ვერ შეძლო. სასტიკად ნაცემ და იარაღით დაჭრილ ახალგაზრდას კი ფეხის ამპუტაცია ემუქრება. 36 წლის თემურ სიგუას სამი ტყვია ესროლეს. ის ახლაც კლინიკაშია.
სისხლიანი გარჩევა ღამით ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა. კურიერმა მისამართზე შეკვეთა დატოვა, გამოძახების სერვისით მოსარგებლემ კი აღმოაჩინა, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა. სიგუას ოთხი კაცი და ოთხი ქალი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ ფიზიკურად, ბოლოს კი იარაღიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ გლოვოს კურიერი პნევმატური იარაღით ნასროლი ტყვიით დაიჭრა. პაციენტის ოჯახისთვის დაუდგენელია რის საფუძველზე ამტკიცებს ამასს გომელაურის უწყება, რადგან დაჭრილისთვის ექსპერტiზა ჯერ არ ჩაუტარებიათ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.