ამ მომენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეეჩერებინათ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, დრო იწურება.
ევროკავშირის ლიდერებისთვის უცნობია რა არის საქართველოს მთავრობის განზრახვა. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, დრო იწურება. სხვა ქვეყნები ევროკავშირისკენ სწრაფად მიიწევენ წინ. უკრაინასა და მოლდოვასთან უკვე გაიხსნა მოლაპარაკებები წევრობაზე. ევროკავშირის გაფართოება მაინც მოხდება და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული იქნება ამ გაფართოების ნაწილი თქვენი ქვეყანა თუ არა. ამ მომენტისთვის საქართველოს გაწევრიანება გაჩერებულია, ეს ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ გამოაცხადეს ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ . ვერ წარმომიდგენია წელს საქართველო წინ წავიდეს და გადადგას წინ ნაბიჯები , რადგან ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაყინონ გაწევრიანების პროცესი . ახლა მოთმინებით ელოდებიან უფრო მეტ სიცხადეს საქართველოს მთავრობისგან.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა