დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით

09.07.24 13:34
 დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით

„არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა ბექა დავთულიანმა განაცხადა. 

„იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“. – თქვა ბექა დავითულიანმა.

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეეჩერებინათ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა. 

მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს,  თუმცა,  დრო იწურება.

მსგავსი სიახლეები