რუსები მართავენ ამ ქვეყანას - სალომე სამადაშვილი

09.07.24 13:52
რუსები მართავენ ამ ქვეყანას - სალომე სამადაშვილი

"დასავლეთში ყველას ესმის, რომ ეს დახმარება არ იქნება ათვისებული ქართველი ხალხის ინტერესებისთვის და ამიტომ დება ამ დახმარების შეჩერება"- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

სამადაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას "რუსები" მართავენ და ეს დასავლეთში ყველამ იცის. 

ხელისუფლება ძალიან ხშირად ქართველ ხალხს აშინებს, "საფრთხეებით რომელიც დასავლეთიდან" მოდის, მაგრამ ერთადერთი საფრთხე ამ ქვეყანას რუსეთიდან აქვს და მის გასანეიტრალებლად ჩვენ გვჭირდება სწორედ დასავლეთიდან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ოღონდ, როცა რუსები მართავენ ამ ქვეყანას, ანუ ხელისუფლებაში რიდესაც რუსების მოკავშირეები არიან, დასავლეთში ყველას ესმის, რომ ეს დახმარება არ იქნება ათვისებული ქართველი ხალხის ინტერესებისთვის და ამიტომ დება ამ დახმარების შეჩერება"- თქვა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები