რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან - ზალკალიანი

17.03.21 11:43
რიგგარეშე არჩევნების საკითხი  მოხსნილია დღის წესრიგიდან - ზალკალიანი

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირი დიდ წილად ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს, თუმცა მმართველი პარტიის წევრები დათმობას ისევ ოპოზიციისგან ელიან. კრიზისის განსამუხტად  ისინი ოპონენტებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ასევე,  ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხს ევროკავშირი არ განიხილავს და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დახურულია.

ქვეყანას როგორც არასდროს ისე სჭირდება შიდა კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია მოიძებნოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს. არჩევნების თემა, მე ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ მოხსნილია დღის წესრიგიან. არანაირი ლეგიტიმაცია, კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციას არ აქვს. ბოიკოტი არის მიურებელია და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს, - აცხადებს ზალკალიანი.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკომისიის ვიცე პრემიერი საქართველოში სტუმრობას გეგმავს, ნათლად მეტყეველებს იმაზე, რომ ის პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას სრულად მხარს უჭერს.

შეხვედრა, რომელიც მინდა აღვნიოშნო, ეს იყო ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტთან, ბატონ დომბროვსკისთან შეხვედრა, სადაც როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა იყო განხილული, პირადად ვიცე პრემიერი აპირებს, რომ გვესტუმროს, რაც კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან თუ რამდენად უჭერს ის ხმარს თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს რეგიონში, საქართველოს, - აცხადებს თურნავა.