იქნება თუ რა ნიკა გილაური „ახალი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" პრემიერობის კანდიდატი?

09.07.24 16:08
იქნება თუ რა ნიკა გილაური „ახალი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" პრემიერობის კანდიდატი?

"პირველების" ინფორმაციით, „ახალი", „დროა" და „გირჩი-მეტი თავისუფლება" პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერსა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ნიკა გილაურის კანდიდატურას განიხილავენ. 

"TV პირველის" შსაბამისი კითხვის საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ბედნიერი იქნებოდა, გილაური იყოს პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ მისივე თქმით, ეს საკითხი შეთანხმებული არაა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ და რასაც ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ამას ჩვენ ვეთანხმებით და ამაზე ვფიქრობთ. კონკრეტული კანდიდატი არ არსებობს...

მე არ ვიცი ნიკა გილაურთან დაკავშირებით ამ ინფორმაციას ვინ ავრცელებს, ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს. გამიხარდებოდა ძალიან, ნიკა ძალიან მაგარი ბიჭია”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობები ნიკა გილაურის შესახებ: 

  • ნიკა გილაური საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა.
  • 2007-2009 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
  • 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
  • 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გილაურმა დატოვა საჯარო სექტორი და დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია Reformatics. 

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები